თამაშგარე

12:16 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა შეიძლება პირველ ცოლთან დაბრუნდეს

მტერიც და მოყვარეც დიეგო მარადონას მრავალ ცოლსა და საყვარელს შორის მუდამ გამოარჩევს პირველ ცოლს - კლაუდია ვილაფანის, რომელიც ჯერ ერთი რომ ყველაზე დიდი ხანი იყო გადარეული არგენტინელის ცოლი და ამას გარდა, სწორედ კლაუდიასთან ეყოლა დიეგოს ორი ქალიშვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შემდეგში სერხიო აგუეროს ცოლიც კი გახდა.

მას შემდეგ, რაც დიეგო (ვინ იცის ცხოვრებაში უკვე მერამდენედ) გამოსწორდა, ნარკოტიკებს შეეშვა და ახლა უკვე ცნობილი არგენტინული საფეხბურთო კლუბის “ხიმნასია ლა პლატას“ მთვარი მწვრთნელია, არგენტინის ბულვარული პრესა წერს, რომ კლაუდიამ ყოფილ ქმართან ვიზიტებს მოუხშირა და ეს შეიძლება სულაც არ იყოს უბრალო ამბავი.

სხვათა შორის ადრე დიეგო მარადონას ნათქვამი აქვს, რომ დარწმუნებულია საბოლოოდ მაინც ძველ ოჯახს დაუბრუნდება და კლაუდია ვილაფანი ისევ მისი ცოლი გახდება. ვითომ აქეთკენ მიდის ყველაფერი? ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტები სწორედ ამას ვარაუდობენ და ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129248