ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, მესუთ იოზილი და სოკრატის პაპასტატოპულოსი საევროპალიგო განაცხადში არ შეიყვანა.
„მეთოფეების“ მეტოქეები ამ ტურნირზე „რაპიდი,“ „მიოლდე“ და „დანდალკი“ იქნებიან.
იოზილმა „არსენალის“ შემადგენლობაში ბოლოს 7 მარტს ითამაშა. თურქული წარმოშობის გერმანელი ლონდონურ კლუბში 2013 წელს გადავიდა მადრიდის „რეალიდან,“ 47 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში 31 წლის ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის 18 მატჩში ითამაშა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.