ფეხბურთი

22:16 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ფინალში გაუჭირდება"

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„მოლოდინისამებრ ნერვების თამაში გამოდგა. თამაში თანაბარი გამოდგა და მისი ბედი პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა.

პირველ ტაიმში შეტევაში ცუდად ვითამაშეთ, უკმაყოფილო ვიყავი და გავაკეთე ცვლილება, რამაც გაამართლა, მეორე ნახევარში ბევრად გამართულად ვითამაშეთ. ვერ გეტყვით ჩემი მომავლის შესახებ - არ ყოფილა შეთანხმება, რომ აქ წაგების შემდეგ დამითხოვნდნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო, რასაც ვერ მივაღწიეთ და ვნახოთ როგორ შეაფასებს ფედერაცია ჩემს მუშაობას.

არ ვფიქრობ, რომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გავლენია მოახდინა. გუნდში კარგი განწყობა იყო, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ვთამაშობდით და ამ წაგებას ძალიან განვიცდით. ორმა თანაბარმა ნაკრებმა ითამაშა და ფინალში გასვლას ორივე იმსახურებდა.

ჩრდ. მაკედონია თუ კოსოვო? არ ვიცი, ჩვენ მთლიანად ამ შეხვედრაზე ვიყავით კონცენტრირებული. თუმცა, ფაქტია, ორივე გუნდი ძლიერია და საქართველოს ნაკრებს ფინალში საკმაოდ გაუჭირდება მეორე წყვილში გამარჯვებულთან თამაში“, - თქვა მარხელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში 11 ოქტომბერს, სომხეთის ნაკრებთან პოლონეთის ქალაქ ტიხში გამართავს.

0.113054