ფეხბურთი

23:01 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "მადლობა თემურ ქეცბაიას!"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს თამამაში მნიშვნელოვანი და მოსაგები იყო. ბედნიერები ვართ ყველანი, ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც, რადგან ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. თამაში კარგად დავიწყეთ, 3 საგოლე შანსი გვქონდა და მეორე გოლი რომ გაგვეტანა, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა. ამ დროს ბურთზე კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია.

მინდა გამოვყო დაცვის რგოლი, სადაც ყველამ კარგად ითამაშა, კიტეიშვილს კი ჩემი აზრით, უკეთ თამაში შეეძლო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ვფიქრობ, ის პუბლიკაზე არ თამაშობდა, უბრალოდ იდეალური ინდივიდუალური მონაცემები გააჩნია. ახლა დასვენების დრო გვაქვს და შემდეგ პოლონეთში გავეგმზავრებით, სადაც ასევე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

ვიცი, რომ საქართველოს სომხეთთან არასდროს წაუგია და ეს თამაში ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მე პირიქით - სომხეთი არასდროს დამიმარცხებია. თორნიკე ოქრიაშვილი გეთანხმებით, რომ გამორჩეული იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის უკეთეს კლუბში თამაშს იმსახურებს. ამი მიუხედავად, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თემურ ქეცბაიას, რომელსაც გუნდში სხვა ქართველი მოთამაშეებიც ჰყავს. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე წარმოუდგენელია და მადლობა მათ ასეთი მიდგომისთვის.

მწვრთნელის კარიერა ასეთია - როდესაც იგებ გმირი ხარ, თუ ვერ იგებ, არ ხარ. საქართველოსთან მშვენიერი 5 წელი მაკავშირებს და მადლობა ამ ყველაფრისთვის. ფინალს რაც შეეხება, ბევრი რამ მოსამზადებელ ეტაპზე და ფეხბურთელების ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი ჩაკვეტაძე? ჩვენი სამედიცინო შტაბი ცდილობდა მის გამოჯანმრთელებას, მაგრამ ტრავმირებულია და 12-ში კლუბს დაუბრუნდება. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ კლუბში ბოლო ნახევარი საათი ტრავმირებული ფეხით ათამაშეს. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი უნდა დავუდგეთ გვერდზე და დავეხმაროთ, რომ ძველი ჩაკვეტაძე დაბრუნდეს, რადგან ევროპული დონის ტალანტია და დღეს რომ ეთამაშა, ვინ იცის, იქნებ გოლიც გაეტანა - ეს შეიცვლებოდა, ის რო მოედანზე ყოფილიყო.

ბელარუსთან თამაშმა ძალიან დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ენერგია წაიღო, ამიტომ, სომხეთთან მატჩისთვის შემადგენლობაში ალბათ 4-5 ცვლილება იქნება. გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე არ ითამაშებენ, ასევე ცვლილება მოხდება მეკარის პოზიციაზე. ფინალში სასურველ მეტოქეს ვერ დაგისახელებთ, ჩრდილოეთ მაკედონიას უკეთ ვიცნობთ, მაგრამ ახლა ერთა ლიგის მატჩზე ვართ კონცენტრირებული.

რთულია იმის თქმა, რომელი ვარიანტი უკეთესი იყო - ფინალში ერთი თვის შემდეგ თამაში თუ ხუთი დღის შემდეგ, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. უეფას კალენდრის შეცვლა ცნობილი მოვლეების გამო მოუწია და ალბათ, ჩვენი კონდიციებიდან გამომდინარე, უკეთესია, რომ ფინალი ერთ თვეში გაიმართება“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით 11 ოქტომბერს, სომხეთის ნაკრებთან პოლონეთის ქალაქ ტიხში გამართავს.

0.111977