ჩოგბურთი

0:08 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი "როლან გაროსის" ნახევარფინალშია

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში პაბლო კარენო-ბუსტა 4:6, 6:2, 6:3, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასს შეხვდება. ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში მეათედ გავიდა.

სერბმა ჩოგბურთელმა შეხვედრა არადამაჯერებლად დაიწყო და პირველივე სეტში ორჯერ დაბრეიკდა, მართალია მერვე გეიმზე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ მაინც წააგო სეტი. ამის შემდეგ კი ჯოკოვიჩმა დაბალანსებულად ითამაშა და მეტოქეს წინ გასვლის შანსი არ მისცა.

2016 წლის ჩემპიონმა ჯოკოვიჩმა განვლილ მატჩში ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ესპანელმა - სამი. ნოვაკს 53 ვინერსი ჰქონდა და 41 უბელიე შეცდომა, ხოლო პაბლოს - 42 ვინერსი და 29 უნებლიე შეცდომა. ჯამში გათამაშებული 243 ქულიდან ჯოკოვიჩმა 130 მოიგო.

ჯოკოვიჩი და ციციპასი ATP-ის ტურნირებზე ხუთჯერ შეხვდნენ და სერბმა სამი შეხვედრა მოიგო. ბოლოს ეს ორი ჩოგბურთელი დუბაის ტურნირის ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც სერბმა 6:3, 6:4 მოიგო. გრუნტის საფარზე ნოვაკი სტეფანოსს გასულ წელს მადრიდში შეხვდა და ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა - 6:3, 6:4. ასევე, ჯოკოვიჩი და ციციპასი დიდი სლემის ტურნირებზე პირველად დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.182198