ფეხბურთი

23:43 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ქართველ ფეხბურთელებს: "ამაზე ყოველთვის ვოცნებობდით, საუკეთესო შანსი გაქვთ"

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩს, რომელიც საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გაიმართება, გამოეხმაურა.

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა ფეხბურთელები სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა და განაცხადა, რომ ეს საუკეთესო შანსია.

„ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა. თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო!“, - დაწერა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში 1992-2007 წლებში თამაშობდა, 61 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116963