ფეხბურთი

22:35 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: "მინდა კარიერა "რეალში" დავასრულო"

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" სურს. ლუკა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"რა თქმა უნდა, მინდა მადრიდის "რეალში" დარჩენა, მაგრამ ეს კლუბის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულო გუნდისთვის და მინდა კარიერა "რეალში" დავასრულო. მადრიდი ჩემი სახლია და კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს. მიუხედავად ჩემი სურვილისა, არ მინდა მწვრთნელისთვის პრობლემა გავხდე და ვიმედოვნებ შეთანხმებას მივაღწევთ." - განუცხადა მოდრიჩმა Marca-ს.

ლუკა მოდრიჩი "რეალმა" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" დაიმატა. მას შემდეგ ხორვატმა "სამეფო კლუბის" მაისურით 347 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 55 საგოლე გადაცემა შეასრულა. მოდრიჩმა ლა ლიგა ორჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - ოთხჯერ.

0.126289