ფეხბურთი

20:25 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ვან გინკელი კვლავ პსვ-ში გაანათხოვრა

ლონდონის "ჩელსის" ჰოლანდიელი ფეხბურთელი მარკო ვან გინკელი პსვ ეინდჰოვენში ერთწლიანი იჯარის წესით მესამე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვან გინკელი "არისტოკრატებმა" 2013 წელს "ვიტესიდან" დაიმატეს და ამის შემდეგ მეხუთედ გაანათხოვრეს. პსვ-ს რიგებში მარკო პირველად 2016 წელს მოხვდა. ორი სეზონის განმავლობაში ვან გინკელმა ჰოლანდიური გუნდის მაისურით 64 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114821