ფეხბურთი

14:59 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასმა 6 გუნდი დაასახელა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგოთ

ლეგენდარულმა იკერ კასილიასმა ექვსი ისეთი გუნდი დაასახელა, რომელთაც კონკრეტულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგოთ, მაგრამ ვერ მოიგეს.

ესპანელი მეკარე მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შემდეგ გუნდები იმსახურებდნენ:

  • „ლევერკუზენი“ – 2001-2002
  • „ვალენსია“ – 2000-2001
  • „ლაციო“ – 1999-2000
  • „ლიონი“ – 2005-2006
  • „მანჩესტერი“ – 2002-2003
  • „აიაქსი“ – 2018-2019

აღსანიშნავია, რომ კასილიასის დასახელებული გუნდებიდან „ლევერკუზენი“ ფინალში სწორედ „რეალმა“ დაამარცხა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2002-2003 წლების სეზონის მეოთხედფინალიდან „სამეფო კლუბმა“ გააგდო. "ვალენსიამ" კასილიასის დასახელებულ სეზონში ფინალში "ბაიერნთან" წააგო, "აიაქსი" ნახევარფინალში "ტოტენჰემს" ვერ გასცდა, "ლიონი" მეოთხედფინალში "მილანთან" დამარცხდა, ხოლო "ლაციომ" მეოთხედფინალური ბარიერი "ვალენსიას" წინააღმდეგ ვერ გადალახა.

0.114874