თამაშგარე

13:14 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსი ასულის შეკივლებანი

მიუხედავად იმისა, რომ უეფამ ქომაგთა გარკვეული რაოდენობის დასწრების უფლება გასცა, როგორც იცით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ხვალ საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებთა ისტორიულ დაპირისპირებას სამწუხაროდ ქომაგები ვერ დაესწრებიან. ამან ქართველი ქომაგების გარდა გული ცხადია ბელარუს გულშემატკივრებსაც დასწყვიტა.

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების ქომაგთა შორის აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ბელარუსი მოდელი მარინა ლივჩუკი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია რაც საფრანგეთში მოღვაწეობს, ბელარუსის ნაკრების დიდ ქომაგად ითვლება და ამ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის თილისმის სტატუსსაც დამსახურებულად ატარებს.

ჩამოვიდოდა თუ არა ეს მშვენებამოსილი ქალი თბილისში სტადიონზე ქომაგთა დასწრება ნებადართული რომ ყოფილიყო - რთული სათქმელია. თუმცა, გულშემატკირობასა და ანაზდად შეკივლებებს ახლაც რომ არ დაიზარებს - ცხადია. იმედია ხვალ ჩვენი ნაკრები მარინა ლინჩუკს შიშნარევი შეკივლებების მიზეზს ხშირად მისცემს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.20149