1952. დაიბადა რალფ ედსტრიომი. შვედეთის ნაკრების (1972-80), “ატვიდაბერგის” (1971-73), პსვ-ს (1973-77), “გეტებორგში” (1977-79), “სტანდარდში” (1979-81), “მონაკოში” (1981-83), “ერგრიტეში” (1983-85). მსოფლიოს 1974 და 1978 წლების ჩემპიონატების მონაწილე. 1974 წლის მუნდიალზე გაიტანა 4 გოლი. შვედეთის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. შვედეთის ჩემპიონი (1972). 1975 და 1976 წლებში გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. 1982 წელს მოიპოვა საფრანგეთის პირველობის ოქროს მედალი. ფლობდა შვედეთის, ბელგიისა და ჰოლანდიის თასებს. 1972 და 1974 წლებში დაასახელეს შვეციის საუკეთესო ფეხბურთელად.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1888. ინგლისური “პრესტონ ნორთ ენდის” ფორვარდმა ჯეიმს როსმა შვიდი ბურთი გაუტანა “სტოკს”. პირველი დივიზიონის მატჩებში ამ შედეგის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ მოახერხა, 1935 წელს კი, ლონდონის “არსენალელმა” ტედ დრეიკმა ასევე 7 გოლი გაუტანა “ასტონ ვილას”.
1907. ფრანგმა ანრი ფარმანმა პირველად გაიფრინა თვითმფრინავით. საფრენი აპარატით სასტარტო გაფრენის სიგრძე 30 მეტრი აღმოჩნდა.
1915. ამერიკულ ფეხბურთში ანგარიშში სხვაობის რეკორდი დამყარდა. ჯორჯიის კოლეჯის გუნდმა კემბერლენდის კოლეჯის წარმომადგენლებს 220:0 მოუგო. მატჩი აშშ-ის ტენესის შტატში ჩატარდა.
1928. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 10 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (50 წუთი 15 წამი).
1942. კანადელმა ივონ რობერმა ბილ ლონგიონი დაამარცხა და პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა მონრეალში ჩატარდა.
1946. მოსკოვში ფეხბურთში საკავშირო თასის ტურნირი დაიწყო. თბილისის “დინამომ” მინსკის თანაკლუბელებთან 0:0 ითამაშა და დაინიშნა გადათამაშება. იმ წელს თბილისის “დინამომ” თასის ფინალში იასპარეზა.
1961. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით მეთხუთმეტე მატჩი გაიმართა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსს” 3:1 მოუგო. შეხვედრა ჩიკაგოში ჩატარდა.
1988. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონ მაიკ ტაისონთან რვათვიანი ქორწინების შემდეგ რობინ გივენსმა სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა.
1992. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ტამპა ბეი ლაითნინგი” პირველი გუნდი შეიქნა, რომელმაც რეგულარული პირველობის სადებიუტო შეხვედრა მოიგო.
1994. ჩინელმა მოცურავე ლუ ბინმა 200 მეტრზე კროლის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკრდი დაამყარა (2:11.57).
2000. რეკონსტრუქციამდე ბოლო მატჩი ჩატარდა ლონდონის “უემბლის” სტადიონზე. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ინგლისი გერმანიასთან 0;1 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ პოსტიდან გადადგა ინგლისელთა მწვრთნელი კევინ კიგანი.
2000. საქართველოს ნაკრებმა კორეა-იაპონიის 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიტვის ეროვნულ გუნდს 4:0 მოუგო. მატჩი კაუნასის “ადარიუსისა და გიენასის” სტადიონზე ჩატარდა და მას ორი ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები თემურ ქეცბაიამ (2), გიორგი ქინქლაძემ და არჩილ არველაძემ გაიტანეს. საქართველო: გვარამაძე, სილაგაძე. კობიაშვილი, რეხვიაშვილი, ხიზანიშვილი, კალაძე, ნემსაძე (კაპიტანი), ყაველაშვილი, ქეცბაია (მენთეშაშვილი), ქინქლაძე (ჯამარაული), დემეტრაძე (ა. არველაძე). ნაკრებს დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ.
2006. რაგბიში მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ მატჩში, რომელიც ბუქარესტის “ბენჩაზე” შედგა, საქართველოს ეროვნული გუნდი რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდა (8:20).
2006. როსტოკის “ოსტსეეშტადიონზე”, 28 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი, ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა (0:2). გოლები შვაინშტაიფერმა და ბალაკმა გაიტანეს. საქართველო: ლომაია, მენთეშაშვილი (ალადაშვილი), ხიზანიშვილი, კალაძე, კვირკველია (გიგიაძე), კანკავა, ცქიტიშვილი (გოგუა), კობიაშვილი, ღვინიანიძე (ხიზანეიშვილი), დემეტრაძე (მოდებაძე), მარცვალაძე (იაშვილი). საქართველოს ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. ამ შეხვედრაში ავსტრიელმა მსაჯმა მოედნიდან პოდოლსკი და ხიზანიშვილი გააძევა.
2007. ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ოქროს, ხოლო ლევან მუქერიამ (მძიმე წონა) ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
2012. ფორმულა1-ის იაპონიის სუზუკას გრანპრი გერმანელმა სებასტიან ფეტელმა (“რედ ბულ-“რენო”) მოიგო, მეორეზე ბრაზილიელი ფელიპე მასა (“ფერარი”) გავიდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1868. ფრედ ჰოუვი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1895 წელს მოგებული აქვს აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი.
1919. ერიკ ელმსტერი. შვედი სპორტმენი. პირველი ათლეტი, რომელმაც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებზე იასპარეზა (1948).
1921. რაიმონ გუტალსი. ბელგიელი საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა “სენტ ტრუიდენს” (1959-66), ბელგიის ნაკრებს (1968-76), ბრიუსელის “ანდერლეხტს” (1976-79, 1987-89, 1995-96), “ბორდოს” (1979-80, 1989-90), “სან პაულუს” (1980-81), ლიეჟის “სტანდარდს” (1981-84), “გიმარაეშს” (1984-85), ბელგიის “რასინგს” (1985-87), “მარსელს” (1991-93). დამრიგებლის რანგში მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (1993), ევროპის სუპერთასი (1976, 1978), თასების თასი (1978), ბელგიის ჩემპიონობა (1982, 1994), ბელგიის თასი (1988,1989, 1994), საფრანგეთის ჩემპიონობა (1991, 1992). 1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბელგიას ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. ფეხბურთელობისას იყო მეკარე და გამოდიოდა ბელგიურ კლუბებში “დარინგსა” (1939-49) და “რასინგში” (1949-52). 1982 წელს ხელმძღვანელობდა “სტანდარდს”, როცა ლიეჟელებმა ორი მატჩის ჯამში თასების თასის ნახევარფინალში თბილისის “დინამოს” სძლიეს (ორივე შეხვედრა ბენილუქსელებმა 1:0 მოიგეს). რაიმონ გუტალსი ავთვისებიანი სიმსივნით 2004 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა.
1934. უილი ნოლზი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი. გამოდიოდა “ნიუ იორკ ნიკზში”.
1952. რალფ ედსტრიომი. შვეციის ნაკრების (1972-80), “ატვიდაბერგის” (1971-73), პსვ-ს (1973-77), “გეტებორგში” (1977-79), “სტანდარდში” (1979-81), “მონაკოში” (1981-83), “ერგრიტეში” (1983-85). მსოფლიოს 1974 და 1978 წლების ჩემპიონატების მონაწილე. 1974 წლის მუნდიალზე გაიტანა 4 გოლი. შვეციის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 15 გოლი. შვეციის ჩემპიონი (1972). 1975 და 1976 წლებში გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. 1982 წელს მოიპოვა საფრანგეთის პირველობის ოქროს მედალი. ფლობდა შვეციის, ბელგიისა და ჰოლანდიის თასებს. 1972 და 1974 წლებში დაასახელეს შვეციის საუკეთესო ფეხბურთელად.
1952. ლიუდმილა ტურიშჩევა. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში სამი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი. მიუნხენის 1972 წლის თამაშებზე გაიმარჯვა აბსოლუტურ კატეგორიაში. პირად პირველობაში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი.
1957. ჯეინ ტორვილი. ინგლისელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. გამოდიოდა წყვილში კრისტოფერ დინთან ერთად. 1988 წლის ზამთრის ოლიმიადის ჩემპიონი სპორტულ ცეკვებში. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.
1978. ტროი ოსტლერი. ლატვიის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი (209 სმ). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.