სარეკლამო ადგილი - 1
970 x 60
ფეხბურთი

1:28 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუმ" ფელიპე ანდერსონი დაიმატა

პორტუგალიურმა „პორტუმ“ ლონდონის „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი დაიმატა. ბრაზილიელი „დრაკონებს“ 2021 წლის 30 ივნისამდე იჯარით შეუერთდა.

ფელიპე ანდერსონი „ვესტ ჰემში“ 2018 წლიდან თამაშობდა და „ჩაქუჩების“ რიგებში ჩატარებულ 73 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

მანამდე 27 წლის ფეხბურთელს რომის „ლაციოსა“ (177 თამაში, 34 გოლი) და „სანტოსში“ (106 მატჩი, 9 გოლი) უთამაშია).

0.1115