კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა სერჟინო დესტმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ელაპარაკა, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს არგენტინელმა რა უთხრა...
„ყველას მაშინვე შევხვდი, მათ შორის მესისაც. მასთან შეხვედრა განსაკუთრებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენას არ ფლობს. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს რა მითხრა, მაგრამ ერთმანეთს გავუღიმეთ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იყო.
ყოველთვის ვოცნებობდი „ბარსელონაში“ თამაშზე, რონალდინიო ჩემი კუმირი იყო, რომელიც აქ ლეგენდაა. „ბარსას“ ინტერესის შესახებ როცა გავიგე, მერედ აღარ დავფიქრებულვარ“, - თქვა დესტმა.
შეგახსენებთ, სერჟინო დესტი „ბარსელონამ“ „აიაქსიდან“ დაიმატა და 19 წლის ამერიკელს ესპანურ გრანდში დებიუტი უკვე ჰქონდა.