ფეხბურთი

21:11 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესუთ იოზილი მზადაა ცნობილი მასკოტის ხელფასი თვითონ გადაიხადოს

ლონდონის „არსენალმა“ 27-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან ჯერი ქუი, ცნობილი და ერთგული მასკოტი გაათავისუფლა. იმდენად ერთგული, რომ მან საკუთარი ძმის ქორწილში წასვლაზე უარი თქვა, რადგან „მეთოფეების“ თამაშს ემთხვეოდა.

ლონდონელებმა ჯერი სამსახურიდან კორონავირუსის გამო შექმნილი წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო გაუშვეს, რამაც ქომაგების გაბრაზება გამოიწვია. ამასობაში, „არსენალის“ ფეხბურთელი მესუთ იოზილი მზადაა „განერზავრის“ ხელფასი თვითონ გადაიხადოს.

„ძალიან მოვიწყინე, როდესაც გავიგე, რომ ჯერი ქუი, ცნობილი და ერთული თილისმა, „განერზავრი“ და ჩვენი კლუბის განუყოფელი ნაწილი 27 წლის განმავლობაში, კლუბისთვის ზედმეტი იყო“. ამიტომ, „არსენალს“ ვთავაზობ, რომ სამსახურში დააბრუნონ და დიდი მწვანე ბიჭის ხელფასს მე გადავიხდი, სანამ „არსენალის“ ფეხბურთელი ვარ. ასე რომ, ჯერი შეძლებს იმ საქმის გაგრძელებას, რომელიც ასე ძალიან უყვარს“, - დაწერა ტვიტერში იოზილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11085