რაგბი

16:52 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქუბრიაშვილი კარიერას "პერპინიანში" გააგრძელებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი დავით ქუბრიაშვილი კარიერას „პერპირიანში“ გააგრზელებს. კატალონიის კლუბი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის და წლევანდელ სეზონში გამართული ოთხი თამაშიდან სამი შეხვედრა მოგებით დაასრულა.

ქართველ მორაგბეს საკლუბო დონეზე „ტულონისა“ და „მონპელიეს“ შემადგენლობაში ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ ქაფი აქვს მოგებული, 2015 წელს კი „სტად ფრანსესთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„ბორჯღალოსნების“ რიგებში ქუბრიაშვილმა 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 10 ქულაა.

0.122882