საქართველო - ბელარუსის შეხვედრას ცნობილი თურქი არბიტრი ჩიუნეთ ჩაქირი განსჯის. 43 წლის გამოცდილი არბიტრი საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე პირველად იმუშავებს. თუმცა, ქართულ ფეხბურთთან მისი გზა პირველად არ გადაიკვეთება - 2007 წელს ჩაქირმა თბილისში, საქართველოს თასის ფინალური მატჩი იმსაჯა („ამერი“ – „ზესტაფონი“).
ჩაქირს თანამემამულეები დაეხმარებიან - ასისტენტები ტარიკ ონგუნი და ბაჰათინ დურანი იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას მეთე კალკავანი შეასრულებს.
კიდევ ერთი ნიშანდობლივი გარემოება - მატჩზე ვიდეორეფერი იმუშავებს, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდება! ვიდეორეფერის ოთახში ორი მსაჯი იქნება და ორიევ თურქი: ჰუსეინ გიოჩეკი და ბადულკადირ ბიტიგენი.
შეგახსენებთ, საქართველო - ბელარუსის შეხვედრა 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრებას მაყურებლები ვერ შეძლებენ.