ფეხბურთი

14:16 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - სომხეთის მატჩი UEFA-ს გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სომხეთის მატჩი შესაძლოა ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართოს. აღნიშნულის მიზეზი კი მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარებაა.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "გადაწყვეტილება რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.

„ამჟამად უეფა მონიტორინგს ატარებს და უახლოეს დღეებში გადაწყდება, სად ჩატარდება სომხეთი-საქართველოს შეხვედრა", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

„ჯვაროსნებთან“ დაპირისპირებამდე სომხები 7 ოქტომბერს ალბანეთთან ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებდნენ, თუმცა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო, უეფამ ეს მატჩი უკვე გააუქმა.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს საქართველოსა და სომხეთის მატჩის ჩატარების ადგილზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

0.14506