ფეხბურთი

11:49 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ტორეირა „ატლეტიკოში“ იჯარით გაუშვა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი, ლუკას ტორეირა, უახლოეს თვეებს “ატლეტიკოში“ გაატარებს.

მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ 24 წლის ურუგვაელი გუნდს იჯარით ამ სეზონის ბოლომდე შეუერთდება. გამოსყიდვის თაობაზე არაფერია ნათქვამი.

ტორეირა „არსენალში“ 2018 წელს „სამპდორიადან“ გადავიდა 30 მილიონ ევროდ. მანამდე „პესკარას“ ღირსებას იცავდა. ურუგვაის ნაკრებში კი 2018 წლიდან იძახებენ.

0.116365