ფეხბურთი

1:36 | 6.10.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: ედინსონ კავანი "მანჩესტერის" ფეხბურთელია

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იაქტიურა და ედინსონ კავანი გადაიბირა. ურუგვაელი ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

კავანიმ „მანჩესტერთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 1 წლით მისი გახანგრძლივება მხარეებისთვის შესაძლებელი იქნება. ურუგვაელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ „მანჩესტერში“ ყოფნა დიდი პატივია.

„მანჩესტერი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ამიტომ აქ ყოფნა ნამდვილად დიდი პატივია. დასვენების პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კლუბი წარმოვადგინო. ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან მაგარი ფანების წინაშე მითამაშია და ვიცი, რომ აქაც იგივე იქნება. მოუთმენლად ველოდები „ოლდ ტრაფორდზე“ ქომაგების დაბრუნებას, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება. მინდა ახლა მხოლოდ საქმეზე ვკონცენტრირდე. კლუბში გადმოსვლის სურვილი მენეჯერებთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა“, - თქვა კავანიმ.

33 წლის ედინსონ კავანიმ კარიერა სამშობლოში „დანუბიოში“ დაიწყო, საიდანაც „პალერმოში“ აღმოჩნდა, ხოლო 2010-2013 წლებში „ნაპოლიში“ 138 შეხვედრში 104 გოლი გაიტანა და „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. პარიზულ გუნდში მან 7 სეზონში 301 მატჩი ჩაატარა, თავი 200-ჯერ გამოიჩინა და ამ შედეგით კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია. აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერმა" კავანიმდე ამად დიალო და ალექს ტელესი დაიმატა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:52 | 03.06.2019
RMA FANS (3925)

ყოჩახ ძმაო

14:32 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Torpedo-shi ra xdeba,daweret romelime saitma mainc, Wit-Georgia-stan 0:3 wamgebi da sulit dacemul gunds evropaze uwevs male tamashi im chineli investorebis wvriltvala deda fxodi,shemodgomamde mainc gdebuliynvnen

14:19 | 03.06.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

სუპერგოლების კოლექციონერია ეს ჩემის შვედი ესა

12:57 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Angelozebis forvardi
Ibrahimas shvili
Sul ofsaidshi xvdeba
Sheni grdzeli cxviri

0.064562