გერმანულმა „ლაიფციგმა“ ჯასტინ კლუივერტი დაიმატა. როგორც „წითელი ხარებისა“ და „რომას“ვებგვერდები იტყობინება, ნიდერლანდელთან 1-წლიანი საიჯარო კონტრაქტი გაფორმდა.
გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. კლუივერტის გამოსყიდვის უფლბა „ლაიფციგს“ არ ექნება.
ჯასტინი „რომაში“ 2018 წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ გადავიდა და „მგლების“ რიგებში 68 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
„რომა“ კლუივერტის გარდა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა - დიეგო პეროტი „ფენერბახჩეში“ გადავიდა.