ფეხბურთი

18:55 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ დუგლას კოშტა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი დაიმატა. „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ორივე ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დუგლასი „ბაიერნს“ 3-წლიანი პაუზის შემდეგ ტურინის „იუვენტუსიდან“ ერთწლიანი იჯარით დაუბრუნდა, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. კოშტა „ბაიერნს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2015-2017 წლებში გერმანულ გუნდში 77 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

30 წლის სამხრეთ ამერიკელი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან ირჯებოდა და 103 თამაშში მეტოქე კარი 10-ჯერ დალაშქრა. კოშტას „იუვენტუსში“ ფედერიკო კიეზა შეცვლის და ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება.

რაც შეეხება ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს, კამერუნელმა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და „ბაიერნთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის თავდამსხმელს გერმანიაში „ჰამბურგის“, „ნიურნბერგის“, „მაინცისა“ და „შალკეს“ ღირსება დაუცავს, ხოლო პსჟ-ში 2018 წლიდან 51 მატჩში მეტოქეები 9-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110821