ფეხბურთი

17:55 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერმა" მატეო დარმიანი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი მატეო დარმიანი დაიმატა. 30 წლის ფეხბურთელი „ნერაძურიში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და შემდეგ მილანელებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

დარმიანი ბოლოს „პარმაში“ თამაშობდა, სადაც გასულ სეზონში 34 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მანამდე კი ინგლისურ „მანჩესტერში“, „ტორინოში“, „პალერმოსა“ და „პადოვაში“ უთამაშია.

დარმიანი „მილანის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2006-2009 წლებში 7 თამაშიც ჩაატარა. იტალიის ნაკრებში მატეოს ანგარიშზე 2014-2017 წლებში 36 თამაში და 1 გოლია.

0.117833