ფეხბურთი

2:24 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონასთვის" კოუტინიოს გოლი საკმარისი არ გამოდგა (+VIDEO)

„ბარსელონამ“ სეზონის სტარტზე „ვილიარეალი“ და „სელტა“ ცალი ფეხით კი დაამარცხა, მაგრამ როგორც ჩანს, რონალდ კუმანს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

კატალონურმა გრანდმა მეხუთე ტურში და მისთვის სეზონის მესამე შეხვედრაში „სევილიას“ უმასპინძლა, რომელიც ძალიან კარგი გუნდია და „ბარსამ“ ქულებიც დაკარგა. გუნდებმა გოლები გაცვალეს, რომელიც ორწუთიან ინტერვალში, საწყის 10 წუთში გავიდა.

ლუკ დე იონგს ფელიპე კოუტინიომ უპასუხა, რომელმაც დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა. თამაშის დარჩენილი ნაწილი გუნდებმა უგოლოდ განვლეს იმის მიუხედავად, რომ შანსი ორივეს ჰქონდა.

ამრიგად, „ბარსელონამ“ ორი ქულა დაკარგა და 7 ქულას მოუყარა თავი. იგივე მაჩვენებელი აქვს „სევილიასაც“ და ლიდერ „რეალს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა „სამეფო კლუბს“ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

„ბარსელონა“ – „სევილია“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 დე იონგი (8), 1:1 კოუტინიო (10)

0.112678