ფეხბურთი

0:33 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" კოშმარი "ასტონ ვილასთან": იურგენ კლოპის გუნდი 2:7 განადგურდა (+VIDEO)
"ასტონ ვილა" - "ლივერპული" 7:2

პრემიერლიგის მეოთხე ტურში „ლივერპულმა“ დიდი სირცხვილი ჭამა და „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილასთან“ გაცამტვერდა - 2:7! ცხადია, ეს იურგენ კლოპის მოღვაწეობის ყველაზე მწარე წაგებაა „ლივერპულისთვის“, ცხადია, არა მნიშვნელობით, არამედ ანგარიშით.

ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ „წითლები“ შერცხვნენ და ძალიან უსუსური შთაბეჭდილება დატოვეს. გოლების აღწერას რა აზრი აქვს, ვიდეოშიც შეგიძლიათ ნახოთ როგორი ქაოსი იყო სტუმართა დაცვაში.

„ლივერპულმა“ 1963 წლის შემდეგ პირველად გაუშვა 7 გოლი და მაშინაც 2:7 წააგო, ოღონდ „ტოტენჰემთან“. 1953 წლის შემდეგ კი პირველი მოქმედი ჩემპიონია „არსენალის“ შემდეგ, რომელმაც თამაშში 7 გოლი გაუშვა.

ცნობისთვის, პირველად მოხდა ისტორიაში, რომ ისეთმა ბობოლებმა, როგორებიც „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ არიან, ერთ დღეს მინიმუმ 6-6 გოლი გაუშვეს.

ფაქტია, „ლივერპული“ შარშანდელივით ხასიათზე ვეღარ არის. ცხადია, ისიც ფაქტია, რომ ამ ერთი მარცხით დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ „ლივერპულის“ დაცვაში წელს გაცილებით ბევრი პრობლემაა, ვიდრე შარშან. „წითლებს“ 9 ქულით მეოთხე ადგილი უკავიათ. და, „ასტონ ვილა“? ბირმინგემელებს სამი მატჩი აქვთ ჩატარებული და ყველა მოიგეს! „ევერტონთან“ ერთად სწორედ მას აქვს ჯერჯერობით 100%-იანი შედეგი და გუნდი, რომელიც შარშან გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, მიმდინარე სეზონშ უბრალოდ ბრწყინავს.

„ასტონ ვილა“ – „ლივერპული“ 7:2 (4:1)

გოლები: 1:0 უიტკინსი (4), 2:0 უიტკინსი (22), 2:1 სალაჰი (33), 3:1 მაკგინი (35), 4:1 უოტკინსი (39), 5:1 ბარკლი (55), 4:2 სალაჰი (60), 5:2 გრილიში (66), 7:2 გრილიში (75)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111728