ფეხბურთი

23:41 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძემ კორონავირუსი დაამარცხა

ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კორონავირუსი დაამარცხა. აღნიშნული ინფორმაცია ქართველმა სპეციალისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

"ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ არველაძეს Covid 19 23 სექტემბერს დაუდგინდა და ეს პერიოდი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116775