ფეხბურთი

21:12 | 4.10.2020 | ნანახია 3750 - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და ითამაშა

საქართველოსა და ბელარუსის მატჩამდე 4 დღი ადრე გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა. ბელგიის იუპილერ ლიგის მერვე ტურში „გენტმა“ „ბეერსხოტი“ 5:1 გაანადგურა და საშინლად დაწყებული სეზონის ფონზე ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.

ვიმ დე დეკერის გუნდმა ქართველ ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა მისცა და გიორგი 62-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მისი გუნდი 4:0-ს იგებდა.

ჩაკვეტაძისთვის ეს იყო პირველი თამაში 15 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ვენის „რაპიდთან“ დაშავდა.

„გენტმა“ 9 ქულას მოუყარა თავი და მე-11 ადგილზეა. გიორგი ჩაკვეტაძე კი ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:52 | 05.10.2020
araza-1918 (6330)

ბიძომ არა მარტო ჩვენ გულშემატკივრები გადაგვაგდო არამედ მთელი საქართველოს ჭორვილიზავია უნდა

11:03 | 05.10.2020
ogafa (10230)

ყოჩააღ

03:49 | 05.10.2020
dinamo222 (8587)

მოკლედ მაგრა აიწყვიტეს ჩვენებმა ! კანკავამ ხვიჩამ ზიბზიბაძემ ბერიძემ (რომლებსაც რატომღაც არ აძლევენ შანსს ნაკრებში@) კიტეიშვილმა ქვილითაიამ ოქრიაშვილმა შეყარეს გოლები ბოლო თამაშებში და ასეთ მაგარ ფორმაში მყოფებმა ბელორუსი თუ არ გახიეს მაშინ მართლა უნდა გაუქმდეს ნაკრები !

01:29 | 05.10.2020
saamtrediel (960)

არ ითამასა ცუდად. ერთი-ორჯერ დრიბლინგიც წამოიწყო. ერთხელ მისი დარტყმული ხელზე მოხვდა მცველს მაგრამ პენალტს მაგ ანგარიშზე არ დადებდნენ.

21:34 | 04.10.2020
dinamo222 (8587)

ისევ ვერ ვუყურე ჩაკვეტაძის თამაშს @ მართლა ბოსელია გენტი არავის რომ არ აინტერესებს და არავინ არ აჩვენებს მაგათ თამაშებს @

23:57 | 04.10.2020
გიორგი777 (1)

გამარჯობა, bet365 com აი ამ საიტზე დარეგისტრირდი და თამაში რო დაიწყება ფეხბურთში ლაივები ჩართე, მონახე იქ გენტი, მერე რო დააწვები, მარჯვნივ ზევით გამოჩნდება ჩართვის(ყურების) ღილაკი და იმას დააწექი, მხოლოდ პატარა ეკრანია საყურებლად და თუ გადიდება მოგინდება თვითონ გვერდის ზომაა გაადიდე და ის ფანჯარაც გაიზრდება შედარებით. აი ასე ვყურებ მე, მაგ საიტზე მარტო იმიტო დავრეგისტრირდი რო ქართველების თამაშებს მეყურებინა. თორე ტოტალიზატორსაც არ ვთამაშობ. ამ საიტზე 11-12 წელია შემოვდივარ ყოველ დღე და პირველად დავაკომენტარე იმიტო რო შენი კომენტარი ვნახე სხვა სტატიაზე ანართოსისის თამაშებს ვერ ვუყურებო და წუხდი და მეც ეგრე ვარ და მინდა რო ჩაკვეს თამაშს მაინც შეხედო ხოლმე, შენც ჩემნაირი ყოფილხარ. ყველაზე ცუდი ისაა რო ანორთოსისის თამაშები მანდაც არაა და მაგრად ტეხავს.

03:44 | 05.10.2020
dinamo222 (8587)

მადლობა მეგობარო სხვადასხვა საიტებში კი არის რეპორტაჟები მაგრამ თამაშის ყურება არ შეიძლება იქ ხშირად ჭედავს და ზოგან ვირუსებიცაა ორჯერ ისეთი ვირუსები ავიკიდე იმ საიტებზე რომ იმის მერე აღარ ვეკარები იმათ.თამაშის ყურება როგორც გინდა კაცს წყნარად და კარგ ხარისხში ხდება ტელევიზორში ევროპის ნორმალურ ტელევიზიებით და არხებით და მე იმას ვჩივი რომ ჩვენი ფეხბურთელები ისეთ გუნდებში თამაშობენ რომლებსაც არ ეკარებიან ის ტელევიზიები და არხები ტელევიზორში წვალების გარეშე და მაღალ ხარისხში მარტო უკრაინაში რუსეთში და ყაზახეთში მოთამაშე ჩვენ ფეხბყრთელების თამაშების ყურება შეიძლება და ეხლა ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს ნაკრების 4 ფეხბურთელის ანართოსისის თამაშები საერთოდ არაა არსად და არც იმ ვირუსიან საიტებზე იმიტომ რომ რაღაცა საკაბლო არხს ქონია იმ თამაშების რეპორტაჟები ნაყიდი და სხვაგან აკრძალული ყოფილა ჩვენება @ მე ვიცი რომ თუ რომელიმე ქვეყნის ნაკრების ერთი ფეხბურთელიც რომ თამაშობს სადმე გუნდში იმ გუნდის ყველა თამაშს აჩვენებებ იმ ქვეყნის ტელევიზიები ხშირად ცენტრალურიც ! და ჩვენი ნაბ...რი "ტელევიზიები კი ერთი კი არა 4-5 ქართველიც რომ თამაშობს ისეთი გუნდების თამაშებსაც არ აჩვენებენ @

01:30 | 05.10.2020
saamtrediel (960)

რატომ წვალობთ? სყრიმების მეტი რა არის. hesgoal.com myfootball.top sportcast.fun. sportcategory.org და ა.შ.

01:19 | 05.10.2020
zarzuela (846)

კარგი ადამიანი ხარ! გაგიმარჯოს ძმაო!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128187
სარეკლამო ადგილი - 99
X x X