იტალიურმა „მილანმა“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მარჯვენა მცველი დიოგო დალო დაიმატა. „როსონერიმ“ ახალგაზრდა ფეხბურთელს 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმა, თუმცა მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
დალო „პორტუს“ აკადემიაში“ გაიზარდა, ხოლო 2018 წელს „მანჩესტერში“ გადავიდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.
პორტუგალიელმა „ოლდ ტრაფორდელთა“ რიგებში მხოლოდ 35 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.