ფეხბურთი

17:11 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრე აუტსაიდერთა დუელში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში საჩხერის „ჩიხურამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და შეხვედრა დაძაბული გამოდგა.

ორივე გუნდი ლიგაში დასარჩენად იბრძვის და შესაბამისად, თითოეული ქულა მათთვის ძვირფასია. საჩხერელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და 22-ე წუთისთვის უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა, ქუთათურებმა პირველივე ტაიმში შეძლეს სიტუაციის გამოსწორება და ანგარიშის გათანაბრება.

მეორე ნახევარში გოლ აღარ გასულა და ფრე, 2:2 დაფიქსირა. „ტორპედოს“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „ჩიხურა“ 6 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

„ჩიხურა“ – „ტორპედო“ 2:2 (2:2)

გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (5), 2:0 კიკაბიძე (22), 2:1 ფანცულაია (36), 2:2 პონომარი (44)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114121