კალათბურთი

16:42 | 4.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11-ქულიანი თამაში VTB ლიგაში

მოსკოვის ცსკა VTB ლიგის მესამე ტურში კრასნოდარის „ლოკომოტივს“ გაეჯიბრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდი წააგო, შემდეგ თამაში გამოასწორა და საბოლოო ჯამში საკმაოდ ადვილად, 94:80 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 17:23 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

მოსკოვის ცსკა-ს სამი ტურის თავზე 2 მოგების წილ 1 წაგება აქვს და მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 10 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „სარატოვთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103227