უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა ჩეხეთიდან, პეტრა კვიტოვამ გუშინ განაცხადა, რომ არაფერი იცოდა კანადელი ლეილა ფერნანდესის შესახებ, მაგრამ მესამე წრეში მასთან შეხვედრის შემდეგ, მასთან პირველი შეხვედრა არასდროს დაავიწყდება. მეოთხე წრეში კი გავიდა, მაგრამ იმაზე მძიმე ბრძოლაში, ვიდრე შეხვედრის ანგარიში (7-5 6-3) ასახავს.
ფერნანდესმა შარშან საფრანგეთის ღიას ახალგაზრდული ტურნირის ტიტული მოიპოვა. 18 წლის ჩოგბურთელთან შეხვედრაში, კვიტოვამ 32 ქულა მოიპოვა და ყოველი მათგანისთვის დიდი გარჯა დასჭირდა. ფერნანდესს პირველ სეტში ორი სეტ პოინტი ჰქონდა, როცა 5-1 იგებდა. მაგრამ ვერც ისინი გამოიყენა და აქედან მოყოლებული, ზედიზედ ცხრა გეიმიც დათმო.
შემდგ კი გაახსენდა, რისთვისაც იყო კორტზე გამოსული, და ისევ დაიწყო მეშვიდ ნომრად განთესილი ტიტულოვანო მეტოქის შეწუხება. თუმცა უკვე გვიან იყო. 30 წლის კვიტოვამ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და როცა შეხვედრას წერტილი დაუსვა, შვებით ამოისუნთქა. მან როლან გაროსის მეოთხე წრეს მეხუთედ მიაღწია და ახლა განუთესავ ჩინელ ჟან შუაის დაუპირისპირდება.
„ის მართლაც ბრწყინვალედ თამაშობს, კორტზე შესანიშნავად მოძრაობს. და როცა შანსი აქვს, მის გამოსაყენებლად ბოლომდე იბრძვის. დღეს ძალინ გამიჭირდა და მიხარია, რომ ვოპოვე გზა მის დასამარცხებლად. ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა“, - განაცხადა კვიტოვამ.
„მან კარგი თამაში მომილოცა და მომავალში იღბალი მისურვა, რაც მისგან ძალიან სასიამოვნო იყო. ბავშვობიდან აღფრთოვანებული ვიყავი მისი თამაშით“, - ამბობს ფერნანდესი, ვინც მონრეალშია დაბადებული, მშობლები ეკვადრელი და ფილიპინელი ჰყავს, თავად კი ფლორიდაში ცხოვრობს და ვარჯიშობს.