ფეხბურთი

21:20 | 3.10.2020 | ნანახია NaN - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კავანის აგენტებს დაუკავშირდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ედინსონ კავანის აგენტებს დაუკავშირდნენ. მანკუნიანელები ურუგვაელ შემტევთან ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ და ჯამაგირად სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. ასევე მანჩესტერელები მზად არიან მის აგენტებსაც გადაუხადონ სოლიდური ჰონორარები - გვამცნობს Daily Mail.

კავანის მიმართ ინტერესი ასევე გამოხატეს: „იუვენტუსმა,“ „რომამ,“ „გრემიომ,“ „ბენფიკამ“ და „ატლეტიკომ“, თუმცა ურუგვაელის მაღალი ფინანსური მოთხოვნების გამო, შემდეგ თავი შეიკავეს.

კავანი „პარი სენ-ჟერმენში“ 2013-20 წლებში თამაშობდა. გასულ სეზონში პარიზული კლუბის მაისურით მან 14 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 01.08.2022
Dimitriusgv@rdiola (9)

დაულაგეს ექიმებმა მაგიდაზე ნაგულავები ტაბლეტების
მარსელში რო გადადიოდა იქაც მსგავსი რამ მოხდა

15:54 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

თუ გაქ ფაქტები, მოგვაწოდე

21:20 | 01.08.2022
georgianwelder (778)

პროკურორი ხარ?

21:30 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

არა. ფაქტებით ლაპარაკი უკეთესია. სხვაგვარად არასწორ წარმოდგენას უქმნი საიტის მომხმარებლებს

0.07471