ფეხბურთი

12:31 | 3.10.2020 | ნანახია 451 - ჯერ

ოფიციალურად: "ლაციომ" "მანჩესტერის" ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

რომის „ლაციომ“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ანდრეას პერეირა დაიმატა. 24 წლის ბრაზილიელი, რომელიც ბელგიაშია დაბადებული უკვე იტალიაშია და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

პერეირას „მანჩესტერში“ დებიუტი 2014-2015 წლების სეზონში ჰქონდა და მას შემდეგ „წითელი ეშმაკების“ ღირსება 75 მატჩში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

ანდრეას 2016-2018 წლებში ესპანურ კლუბებში, „გრანადასა“ და „ვალენსიაშიც“ უთამაშია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:54 | 03.10.2020
davidinho (1027)

ძლივს მოიცილა უნაიტედმა

13:22 | 03.10.2020
laciosErtguli (3640)

რა ნახევარმცველები და რა პერეირა ლოტიტო..მცველები გვინდა მცველები!!!

0.118813