ფეხბურთი

19:43 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" ფრანგი მცველი დაიმატა

საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და "სენტ ეტიენის" აწ უკვე ყოფილი მცველი ვესლი ფოფანა კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 19 წლის მოთამაშემ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის თანხა ოფიციალურად ცნობილი არაა, მაგრამ Transfermarktის ინფორმაციიით, ფრანგებმა ფოფანას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო მიიღეს.

ფოფანა "სენტ ეტიენის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფრანგმა 24 მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარე სათამაშო წელს ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.113645