სხვა

15:58 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტმა ორი წაგებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა, პარი სენ ჟერმენმა სეზონი 2 წაგებით დაიწყო - გერმანული ფლენზბურგის შემდეგ ფრანგული კლუბი ბელარუსში, მეშკოვ-ბრესტთანაც დამარცხდა, 31-32.

მასპინძლებმა დიდი უპირტესობით მოიგეს პირველი ტაიმი - 19-14, მაგრამ უკვე 39-ე წუთზე ანგარიში თანაბარი იყო 21-21. სენ-ჟერმენმა თიქოს იპოვა თამაში, მაგრამ მეშკოვ ბრესტი უკვე მეორედაც გაიქცა - ამჯერად სამი ბურთით (25-22, 48-ე წუთი) და თამაშის ბოლომდე უპირატესობა შეინარჩუნა.

ეპიდემიის გამო ერთი თამაში, სეგედი ვარდარი მესამე ტურშიც გადაიდო. B ჯგუფში ყველაფერი განრიგის მიხედვით მიდის და ყველა გუნდს 3-3 მატჩი აქვს. აქ ქულათა მაქსიმუმით არიან ბარსელონა, ვესპრემი და ოლბორგი. A ჯგუფში 4 მატჩია გადადებული. უდანაკაარგოდ აქ მხოლოდ ფლენზბურგია.

მომდევნო, მეოთხე ტური ორ კვირაში, 14-15 ოქტომბერს გაიმართება.

EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 3 ტური, 30 სექტ - 1 ოქტ

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

A ჯგუფი. ფლენზბურგი 6 (3 თამაში), კელცე 4 (3), მეშკოვი 4 (3), პორტუ 2 (3), ელვერუმი 2 (2), პსჟ 0 (2), ვარდარი 0 (1), სეგედი 0 (1)

ფლენზბურგი (გერ) - პორტუ (პორ) 36-29

კიაერი 7, იონდალი 6, სვანი 5 - სალინა 5, გომესი 5

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) - პსჟ (საფ) 32-31

ვაილუპაუ 7, პანიჩი 6, პეშიჩი (10 სეივი)- კრიშტოპანსი 7, ჰანსენი 6, ჟერარი (14)

ელვერუმი (ნორ) - კელცე (პოლ) 22-31

პუიოლი 5, იმსგარდი (13) - ტურნა 5, დ. დუიშებაევი 4, ვოლფი (10)

სეგედი (უნგ) - ვარდარი (მკდ) გადაიდო

B ჯგუფი. ბარსა 6 (3), ვესპრემი 6 (3), ოლბორგი 6 (3), კილი 4 (3), ნანტი 2 (3), მოტორი 0 (3), ზაგრები 0 (3), ცელიე 0 (3)

მოტორ ზაპოროჟია (უკრ) - ვესპრემი (უნგ) 34-37

კოზაკევიჩი 8, ბოხანი 7 - ნენადიჩი 10, მორაესი 6, კორალესი (15)

ზაგრები (ხორ) - ოლბორგი (დან) 26-27

ბოჟოვიჩი 7, ვუგლაცი 6 - იულ-ლარსენი 8, იენსენი 6

ნანტი (საფ) - ბარსა (ესპ) 27-35

ოვნიჩეკი 5, პეშმალბეკი 5 - მემი 7, პალმარსონი 6,

ცელიე (სლნ) - კილი (გერ) 24-35

ჰორზენი 4, ვუიოვიჩი (12) - პეკელერი 6, ეკბერგი 5, კენშტედტი (13)

4 ტური 14-15 ოქტომბერს

0.164429