„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ვიგოს „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდი სწორ გზაზე იმყოფება.
„ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. დიდი სამუშაო შევასრულეთ და დისციპლინით ვითამაშეთ, იმის მიუხედავად, რომ 10 კაცით ვითამაშეთ, მიზანს მაინც მივაღწიეთ. გუნდი საქმეს კარგად აკეთებს და შედეგები გვაფიქრებინებს, რომ სწორ გზაზე ვართ.
ლენგლეს გაძევება? მსაჯს რთული სამუშაო აქვს, არამგონია, რომ ამ გადაწყვეტილების განხილვა ღირდეს. უფრო მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ითამაშო, როდესაც ერთი მოთამაშით ნაკლები გყავს. მესი და ანსუ ფატი ძალიან კარგები იყვნენ, როგორც მთელი გუნდი. ლეო ბურთის გარეშეც ბევრს მუშაობდა“, - აღნიშნა კუმანმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ საწყის ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, 7 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია.