ევროპა ლიგის პლეი-ოფში პორტუგალიურ "რიუ ავესა" და "მილანს" შორის საოცრად დრამატული მატჩი გაიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ იტალიელები დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი 71-ე წუთზე გაათანაბრეს და ძირითადი დროც ასე დასრულდა.
დაინიშნა დამატებით დრო, რომლის პირველივე წუთზე "რიუ ავემ" დაწინაურება მოახერხა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოს. ბოლო, 120-ე წუთი იწურებოდა, როდესაც პორტუგალიელთა კარში პენალტი დაინიშნა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ "მილანი" ევროთასებიდან უსახელო გამოვარდნას გადაარჩინა.
ყველაფერი პენალტების სერიამ გაარკვია, სადაც გუნდებმა ჯამში 24(!) თერთმეტმეტრიანი შეასრულეს. "რიუ ავე" საფეხბურთო ლატარიაშიც არაერთხელ ახლოს იყო მოგებასთან - ბოლო დარტყმა პორტუგალიელების იყო და სამჯერ ჰქონდათ მომენტი, როდესაც "რიუ ავე" "მილანს" დაამარცხებდა ბოლო პენალტი რომ გაეტანა, მაგრამ სამივე "მატჩპოინტი" პორტუგალიურმა გუნდმა ქარს გაატანა და საბოლოოდ, "როსონერიმ" მოახერხა ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა.
დანარჩენი კი, თუ არ გინახავთ, საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, რამდენიმე წუთის დახარჯვა ამ ყველაფრისთვის ნამდვილად ღირს...