კალათბურთი

0:49 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინს ბრწყინვალე გარჯა არ დაუფასდა

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში გამოეთიშა. კანარიელებმა „რვათა ფინალის“ პირველივე ეტაპზე „სარაგოსასთან“ 81:87 წააგეს და ტურნირს დაემშვიდობნენ.

ამაში გიორგი შერმადინს ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის, რადგან ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 28:07 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 14-დან 9 ორქულიანი (64.3%) და 5-დან 4 საჯარიმო (80%) ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა.

ნიშანდობლივია, რომ შერმადინი ქულების, მოხსნებისა და მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით ორივე გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ეს „ტენერიფეს“ ვერაფერში დაეხმარა და ერთმა მერცხალმა გაზაფხული ვერ მოიყვანა...

ამრიგად, „იბეროსტარ ტენერიფეს“ ახლა მთელი აქცენტის გაკეთება ესპანეთის ლიგა ენდესაზე მოუწევს, სადაც შესანიშნავი სტარტი აქვს.

0.160674