ფეხბურთი

23:14 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. დიდიე დეშამმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 24 ფეხბურთელი შეიყვანა.

„მამლები“ უახლოესი სამი მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მანიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკას დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემენ ლენგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), დაიო უპამეკანო (ლაიფციგი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რენი), ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), სტივენ ნზონზი (რენი), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია), ჰუსემ აუარი (ლიონი)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ენტონი მარსიალი (მანჩესტერი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

საფრანგეთის ნაკრები 7 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩს უკრაინასთან გამართავს, ხოლო 11 და 14 ოქტომბერს ერთა ლიგის ეგიდით პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებებს გაეჯიბრება.

0.113576