ფეხბურთი

21:12 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანია: "19 წლის რონალდუს 19 წლის კვარაცხელია მირჩევნია"

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტულ გადაცემა „ტაიმ აუტში“ სტმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო მიწვეული, რომელმაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლის უფასოდ დაკარგვის გამო „დინამო თბილისის“ მენეჯმენტი ნაგავს შეადარა. ჟორდანიამ თქვა, რომ 19 წლის კვარაცხელია 19 წლის კრიშტიანუ რონალდუს ურჩევნია.

„კარგად მახსოვს, როდესაც ფერგიუსონმა 19 წლის რონალდუ აიყვანა. ახლა რომ დამიყენოთ 19 წლის რონალდუ და 19 წლის კვარაცხელია, რასაკვირველია სხვა საქმეა როგორ განვითარდება მისი კარიერა, მაგრამ ახლა კვარაცხელიას აყვანისკენ გადავიხრებოდი. აი, ასეთი დონის პერსპექტიულ ფეხბურთელად მიმაჩნია. „დინამო თბილისის“ მენეჯმენტი რომ ავიღოთ, კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის გაშვებით 15-20 მილიონი ევრო დაკარგა. ეს ალბათ ისეთ ადგილას შეიძლება მოხდეს, სადაც მხოლოდ ნაგავია“, - თქვა მერაბ ჟორდანიამ.

0.121293