ქართველი ფეხბურთელი გიორგი ბერიძე კარიერას უნგრეთის პირველი ლიგის გუნდ „უიპეშტში“ გააგრძელებს. 23 წლის თავდამსხმელისთვის აღნიშნული გუნდი უცხო არ არის, რადგან 2018-2019 წლების სეზონში გიორგი სწორედ ‘უიპეშტში“ იყო განათხოვრებული.
ბერიძემ ახალგუნდში გადასვლის შემდგომ პირველი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ დაბრუნებით ბედნიერია.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია კვლავ „უიპეშტში“ ვითამაშო”, - განაცხადა ქართველმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი ბოლოს „ლოკერენის“ ღირსებას იცავდა სადაც 20 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.