NBA-ს სუპერფინალის სერიის პირველი მატჩი „ლეიკერსმა“ მოიგო. ლოს ანჯელესელებმა „მაიამი ჰიტს“ 116:98 სძლიეს და 1:0 დაწინაურდნენ.
მატჩში საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც 38 წუთში საკუთარ გუნდს 34 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი შესძინა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ლებრონ ჯეიმსმა მიითვალა. 35 წლის ამერიკელმა 36 წუთში 25 ქულა, 13 მოხსნა და 9 პასი დააგროვა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა.
„მაიამის“ რიგებიდან კი ყველაზე შედეგიანი 23 ქულით, 2 მოხსნითა და 5 პასით ჯიმი ბატლერი გამოდგა.
ამრიგად, „ლეიკერსი“ 1:0-ს იგებს, ფინალური სერიის მეორე დაპირისპირება კი 3 ოქტომბერს გაიმართება.