ფეხბურთი

0:24 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიტულების მანქანა: "ბაიერნმა" ბოლო ოთხ თვეში მე-5 თასი მოიგო (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნმა“ მორიგი ტიტული მოიგო - 2020 წელს მეხუთე! ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ახლა უკვე გერმანიის სუპერთასი. და, ეს ყველაფერი ბოლო ოთხ თვეში...

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის „ბორუსიას“ მიუნხენში უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა თამაში დიდებულად დაიწყო და საწყის ნახევარ საათში კორენტინ ტოლისოსა და ტომას მიულერის გოლებით ორბურთანი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, „დორტმუნდმა“ თამაშში დაბრუნება მოახერხა. პირველივე ტაიმში იულიან ბრანდტმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ერლინგ ჰოლანდმა წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრა დამატებით დროს უახლოვდებოდა, მაგრამ 82-ე წუთზე იოზუა კიმიხმა „რეკორდმაისტერის“ ისტორია მორიგი ტიტულით გაამდიდრა. „ბაიერნი“ გერმანიის სუპერთასს ისტორიაში მერვედ დაეუფლა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ტოლისო (18), 2:0 მიულერი (32), 2:1 ბრანდტი (39), 2:2 ჰოლანდი (55), 3:2 კიმიხი (82)

0.113649