მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა შესაძლოა "პარი სენ ჟერმენმა" დაიმატოს. როგორც AS-ი იუწყება, პარიზელებს თავდამსხმელის დამატება სურს და ცდილობენ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ესპანელი დაიმატონ. ამავდროულა, წყარო იუწყება, რომ ესპანელები მზად არიან კოშტა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან.
კოშტას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ამავდროულად, კლუბმა "ბარსელონადან" ლუის სუარესი დაიმატა და თავდასხმის ხაზში კონკურენცია გაიზარდა. დიეგოსადმი ასევე ინტერესს იჩენს "ბენფიკა" და "ფენერბაჰჩე".