ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი როს ბარკლი 2020/21 წლის სეზონის დარჩენილ დროს იჯარის წესით "ასტონ ვილაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
როს ბარკლი "არისტოკრატებმა" 2018 წელს ლივერპულის "ევერტონიდან" 16.8 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ ორ სეზონში ინგლისელმა "ჩელსის" რიგებში 83 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელი მხოლოდ ერთხელ მოხვდა.