თამაშგარე

12:09 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლოლას ძველი ცოდვები ამოუქექეს

ინგლისში ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვრცელდებოდა ჭორები ლონდონელი მოცეკვავის ლოლა ბერგლუნდსა და საფეხბურთო კლუბ “საუთჰემპტონის“ მცველ სედრი სუარეშს შორის გაჩაღებულ რომანზე. ეს ამბავი მაშინ ფეხბურთელმაც და მოცეკვავემაც ფიცი-მტკიცით უარყო, თუმცა ბრიტანელ ჟურნალისტებს რამეს დაუმალავ?

სულ ახლახან ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ქალბატონთან, რომელიც ნაქირავებ ბინაში საიდუმლოდ ემსახურებოდა სედრი სუარეშსა და ლოლა ბერგლუნდს, რომლებიც ერთურთს სწორედ იმ ბინაში სრულიად ფარულად ხვდებოდნენ და იქ რაც მოხდებოდა რთულად მისახვედრი არ უნდა იყოს.

ფეხბურთელი თავის ძველ სიტყვაზე კვლავ მყარად დგას და ამბობს, რომ ყველაფერი ჟურნალისტების მონაჩმახია. ლოლა ბერგლუნდმა კი მთლად ბოლომდე არა, თუმცა ირიბად აღიარა, რომ მასსა და მობურთალს შორის “რაღაც მართლა ხდებოდა“, თუმცა ის ამბავი წარსულში იყო და ახლა მისი გახსენება უბრალოდ არ ღირს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137161