თამაშგარე

13:04 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური “ქორწინება“ სარაგბო კლუბთან

ერთობ უცნაური იუმორი და სიხარულის გამოხატვის უნარი ჰქონია საფრანგეთის კლუბ “ბორდოს“ მორაგბე ნანს დუკუის, რომელმაც აღნიშნულ კლუბთან დამატებით სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება ნამეტანავად ორიგინალურად - ქალის საქორწინო კაბაში გამოწყობილმა აღნიშნა.

დუკუის თქმით, ეს კონტრაქტი არის მის ცხოვრებაში მერე წარმატებული “ქორწინება“ და მის ასეთ უცნაურ გადაწყვეტლებას მეგობრები და ახლობლები არამხოლოდ გაგებით შეხვდნენ, არამედ როდესაც საქორწილო კაბაში გამოწყობილი მორაგბე იხილეს - მასთან ერთად იმხიარულეს.

რაც შეეხება ჭეშმარიტ ქორწინებას, ნანსმა რამდენიმე თვის წინ ცოლად მისი ესოდენ საყვარელი კლუბის ფოტოგრაფი გოგო მოიყვანმა და როგორც ამბობს ამ ქორწინებით ნამეტანი ბედნიერია. ბოლოს კი იმასაც შეგახსნებთ, რომ კლუბ “ბორდოში“ ამ გადარეული კაცის თანაგუნდელი ორი ქართველი - ლექსო ყაულაშვილი და ბექა გორგაძე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115811