ფეხბურთი

1:07 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს სამი მონაწილე შეემატა და დარჩა სამი თავისუფალი ადგილი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი მონაწილე შეემატა და ახლა მხოლოდ სამი ვაკანტური ადგილი დარჩა. ჯგუფში ითამაშებს უნგრეთის ჩემპიონი „ფერნეცვაროში“, რომლის ღირსებას ლაშა დვალი იცავს.

უნგრელებმა ორი მატჩის ჯამში ნორვეგიის ჩემპიონი „მიოლდე“ სტუმრად გტანილი გოლებით დაამარცხეს. ნორვეგიაში ერთი კვირის წინ მატჩი ფრედ, 3:3დასრულდა, ხოლო ბუდაპეშტში გუნდებმა გოლები საერთოდ ვერ გაიტანეს. ლაშა დვალი 90 წუთი სათადარიგო სკამზე იყო და სერგეი რებროვს თამაშის შესაძლებლობა მისთვის არ მიუცია. ცნობისთვის, "ფერენცვაროში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“, რომელიც გუნდს უკრაინაში კი გაჰყვა, მაგრამ სამატჩო 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. მის გარეშე ბელგიელები კიევის „დინამოსთან“ უშანსოდ, 0:3 დამარცხდნენ, ორი მატჩის ჯამში კი 1:5 წააგეს და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპით მოუწევთ გულის ჯერება. მირჩა ლუჩესკუს „დინამო“ კი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გახდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს პირეოსის „ოლიმპიაკოსიც“, რომელმაც სახლში ნიქოზიის „ომონიასთან“ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა და კვიპროსში უგოლო ფრეს გამოჰკრა ხელი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სამი მონაწილე ოთხშაბათს გაირკვევა, როდესაც პაოკ-ი „კრასნოდარს“, „ზალცბურგი“ „მაკაბის“ და „მიდტიულანდი“ „სლავიას“ უმასპინძლებს.

„დინამო“ (კიევი) – „გენტი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბუიალსკი (10), 2:0 დე პენა (35, პენ), 3:0 როდრიგესი (50, პენ)

„ფერნაცვაროში“ – „მიოლდე“ 0:0 (0:0)

„ომონია“ – „ოლიმპიაკოსი“ 0:0 (0:0)

0.129936