ფეხბურთი

21:35 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო: "ტირილი არ მიყვარს, გვერდში დგომა გვჭირდება"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა განაცხადა, რომ ტირილი არ უყვარს და მის გუნდს გვერდში დგომა ახლა მეტად სჭირდება.

„გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი ბოლო თამაშისთვის, თუმცა ტირილი არ მიყვარს. ახალი და ახალი შანსი. ახლა ისე, როგორც არასდროს, გვერდში დგომა გვჭირდება“, - წერს ჩისკო ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგას ფარერებზე „კლაკსვიკთან“ დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ გამოეთიშა. თბილისური გუნდის ეროვნულ ლიგას ლიდერობს და სეზონის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116182