ფეხბურთი

19:38 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ასეთ რამეს რატომ მეკითხებით? მხოლოდ ბელარუსის მატჩზე ვფიქრობთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში სომხეთს ერევანში უნდა დაუპირისპირდეს. თუმცა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა, მატჩი გადაიდოს.

ბოლო ცნობებით უეფა თამაშის ჩატარებას აპირებს, რუსული მედია კი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კითხვა დაუსვა.

„რატომ მეკითხებით სომხეთის შესახებ? ჩვენ ყველანაირი ძალა და ყურადღება ბელარუსთან მატჩისთვის გვაქვს მიმართული. მხოლოდ ამის შემდეგ გვაქვს ერთა ლიგის მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. რაც შეეხება პოლიტიკას, ასეთ კითხვებს არ ვპასუხობ“, - უთხრა ვაისმა „რია ნოვოსტსს“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს ბელარუსს უმასპინძლებს და ვლადიმირ ვაისმა ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11165