უახლოეს ხანში, „ლიდს იუნაიტედი“ „ბაიერნის“ ნახევარმცველ მიკაელ კიუიზანსს გაიფორმებს - გვამცნობს თავისი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია, ახლა „ბაიერნთან“ მოლაპარაკება დარჩა, რაც მხოლოდ წვრილმანი საქმე ყოფილა.
ლიდსელები ფრანგში 20 მილიონ ევროს გადაიხდიან. კიუიზანსი ნანსის აღზრდილია, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდის. გლადბახის „ბორუსიასიც“ ბურთაობდა, 2019 წელს კი „ბაიერნის“ წევრი გახდა.